Stuck in hell))))

ჯერ კიდევ აქ ვარ.. ვერ გავრბივარ.. ვერ გავაღწიე აქედან.. ვერც ვცვლი.. არ მინდა აქ ყოფნა..მაგრამ ვერც სხვაგან მივდივარ..წასასვლელი არსად მაქ.. აქ,ამ დედამიწაზე,ამ სამყაროში ჩემი ადგილი არაა.. მე კი დავიღალე.. აღარ შემიძლია მარტომ გავუძლო ამ არსებობას.. ვეღარ მივდივარ წინ რადგან დავეცი და ადგომის მიზეზი არ მაქ.. მიზნის დასახვასაც რა აზრი აქ.. მაინც არაფერი გამოვა.. ან რისთვის და ვისთვის გავიხარჯო.. რად მინდა საკუთარი თავი თუ მის არსებობას მნიშვნელობა არ აქვს.. მაინც არავის ადარდებს.. არავინ განიცდის.. მხოლოდ დაძინება მინდა..ტკბილი ძილი..

Without u!

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც არ გვილაპარაკია.. ალბათ კიდევ დიდი დრო გავა და არ დავილაპარაკებთ.. მე კი უსაშველოდ მენატრები.. ხანდახან მინდა გამოვიქცე..ჩაგეხუტო და არსად გაგიშვა.. შემდეგ კი ვაანალიზებ რომ მე ამის უფლება აღარ მაქვს.. ამ დროს გული მეყინება.. სუნთქვა მეკვრის და ცრემლები თავისით იწყებს გულიდან გამოღწევას.. სად გაქრა ის სამყარო სადაც მე და შენ ვიყავით?? სად გაქრა ის გრძნობები რაც გვაკავშირებდა?? ნუთუ ერთი შეცდომის გამო ნადგურდება ყველაფერი? ნუთუ ერთი შეცდომის გამო უნდა დავთმოთ ის სითბო რაც ჩვენში იყო?? ასე არ შეიძლება,ასე არ შემიძლია.. დაბრუნდი.. დამუბრუნდი.. მე აქ ვარ და ისევ გელი..
04:17
2016/01/09
Tamu

ძაღლიშვილი!!

ღმერთო ჩემო! ამ წყეული ჯოჯოხეთიდან გასაქცევი არსადაა… ვერაფერს გაექცევი,, ყველაფერი დაგეწევა თავის დროზე და კიდევ უფრო უარესად ჩაგცხებს ზურგში ხანჯალს! განა რას უნდა გაექცე? დარდს? ტკივილს? რა აზრი აქვს? დედამიწის ორბიტაზე ყველა მიმართულებით, ყველა წერტილში იმალება ერთი მეორეზე მტკივნეული ძაღლიშვილი ბედი… ამას ბედს ეძახიან მე კი სიამოვნებით დავარქმევდი კიბოს.. დიდ შავ ლაქას რომელიც გამუდმებით იზრდება და მთელ ორგანიზმს ედება, ნელნელა შიგნიდან გწოვს,გღრნის, ძვლებში გამტვრევს, თვალთ გიბნელებს… ყურებს გიგუბებს და ხმის ამოღების საშუალებასაც არ გაძლევს… რომ შეეძლოს იმას დაჯერდეს რასაც აკეთებს კარგი იქნებოდა, მაგრამ არა, ეს მისთვის საკმარისი არაა, თვალწინ გიდგება და დაგცინის, ხმამაღლა ხარხარებს, გაღიზიანებს.. ეს კი კიდევ უფრო გაგიჟებს,, აზრი არა აქვს გაქცევას,, გამოსავალია დარჩენა და ბრძოლა ყოველდღიურობასთან…
რა აზრი აქვს ძაღლიშვილ ბედზე ლაპარაკს, ლაჩარია და ლაჩრად დარჩება.. მაინც კვლავ განაგრძნობს ჩუმ ჩუმად უკნიდან მოპარვას და ხანჯლის გულში ჩარტყმას.. ვერანაირი ჯავშანი ვერ დაგიცავს.. ვერანაირი იარაღი ვერ დაგეხმარება.. დროა შეეგუო და სტუმარმასპინძლობა გამოიჩინო მის მიმართ, გიყვარდეს მტერი შენი…
თ.მ.

ახალი ამბავი მაქვს შენთვის, გუშინ შეძელი და მომკალი… სული გამიყინე.. ღიმილი სახეზე შემაშრა.. ვერც წარმოვიდგენდი რომ გუშინ შეგხვდებოდი… ასე რატომ იცი ხოლმე?! წახვალ.. დაიკარგები.. როცა ძალიან მჭირდება შენი ნახვა ვერსად გხედავ,, თითქოს დედამიწა ჩაგყლაპავს ხოლმე.. მაგრამ როცა შენზე საერთოდ აღარ ვფიქრობ, როცა შენი არსებობა მავიწყდება, მაშინ ჩნდები… მაგრამ გუშინ სულ სხვანაირად იყავიი,, ჩემ ნახვას არ მოელოდი, არც კი იცოდი იქ თუ ვიქნებოდი,თორე არც მოხვიდოდი,,,სასაცილოა არა.. ამდენი ხნის მერე ისევ ვფიქრობ შენზე,ისევ მახსოვხარ.. წესით საერთოდ არ უნდა არსებობდე ჩემს ცხოვრებაში.. მაგრამ არსებობ და ამას ვერსად გავექცევით,,, გუშინ თვალები გიბრწყინავდა,მაგრამ მე რომ დამინახე გაურკვევლობა ამოვიკითხე შენს თვალებში.. შემდეგ ის დავინახე და აი მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა გაურკვევლობა შენს თვალებში… ხო, მეც ჩემ მეგობრებთან ერთად ვიყავი და შენ არაფერზე გსაყვედურობ,უბრალოდ უფლება არ მაქვს..მაგრამ გახსოვდეს,სადღაც ჩემი სულის სიღრმეში არის ადგილი შენთვის შენახული… ბედნიერებას გისურვებ თქო მინდა გითხრა და ეს იქნება გულწრფელი რამ რასაც ჩემგან გაიგებ…

დილამშვიდობისა სამყაროვ, მზის სხივები რომ გვათბობს ❤ ნეტავ ყველას გულს გაათბობდეს ❤ ყველას ასწავლიდეს ღიმილს,, ყველას კარგ დღეს გისურვებთ 🙂

დღეს მე ვარსებობ.. ალბათ ესაა ჩემი ბედი.. ან ბედი საერთოდ თუ მაქ.. არსებობა_არ არსებობა.. ერთი და იგივეა.. მე არსებობა კი არა სიცოცხლე მინდა, მინდა ცოცხალი ვიყო.. მინდა ვსუნთქავდე.. მინდა ვუყურო როგორ ამოდის მზე დასავლეთით და როგორ ჩადის აღმოსავლეთით, არ შემედავოთ ჩრდილოეთითო.. ან იქნებ სამხრეთით… მინდა შევხვდე მატყუარა თვეს, მინდა რომ მოვატყუო,, საშინელი ქარი და წვიმები იცის, გონია რომ ხასიათს გამიფუჭებს, მაგრამ მან ხომ არ იცის რომ წვიმა ყველაზე ძალიან მიყვარს..საიდუმლოდ შეინახეთ ეს,არ გამთქვათ მარტთან.. მინდა რომ გაზაფხულის პირველ ყვავილს მივეგებო და მოსვლა მივულოცო, იისფერი ფურცლები დავუკოცნო,, მინდა რომ ჩემმა ფეხის გულებმა იგრძნონ ცვრიანი ბალახის ალერსი, მინდა რომ ახალ აყვავებულ ხეებს ჩამოვუცეკვო და აყვავება ვახარო.. მე უნდა ვახარო,თითქოს ჩემამდე არ იცოდნენ.. მინდა რომ ცხელი ზაფხულის სურნელი ვიგრძნო ზღვის ნაპირზე.. მინდა ვნახო ბედნიერი სახეები, მინდა ვნახო როგორ სწავლოს პატარა სიარულს და სიცის სიცილით როგორ მიეკვრება დედის კალთას.. მინდა გავცდე საზღვრებს, ვუსმინო სულის წიაღში შექმნილ მუსიკას.. ვიოცნებო პატარა გოგოსავით, მწამდეს..მჯეროდეს… მინდა ვიგრძნო ნიავი როგორ მეჩურჩულება, როგორ მეალერსება თმებზე, მინდა ვიგრძნო წვიმის წვეთი როგორ ჩაანაცვლებს ნიავს,, როგორ მოივლის ჩემ სხეულს წვიმის ერთი წვეტი, მინდა ვალსი ვეცეკვო წვიმას,, მინდა გვაწვიმდეს,გვათოვდეს,, მინდა შემცივდეს და მერე უცებ დამცხეს,, მინდა ზაფხულში მეცვას ზამთრისა და ზამთარში ზაფხულისა,, მინდა ერთმანეთში აირიოს გაზაფხული_შემოდგომა, მინდა ერთ დროულად იყოს წითელი ფოთოლცვენა და ამწვანება, მინდა ცა გაიყოს და ერთდროულად ვნახო წითელი და ბნელი ცა… მინდა რომ თავის უფალი ვიყო.. თავის უფალი.. თავის_უფალი.. თავისუფალი… თუ ამ ყველაფერს ვერ ვიგრძნობ,მაშინ ეს არსებობაა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობას ნიშნავს.. თუ არ ცხოვროობ არ არსებობ… მე კი მინდა ვცხოვრობდე!!! სიცოცხლე მინდა მაწვიმდეს! მინდა ვსუნთქავდე თავისუფლად…

რამდენი ხანია არ დამიწერია,ახლა ხელები მიკანკალებს, არ ვიცი წერა რით დავიწყო,ან საერთოდ დავიწყო თუ არა.. ვგრძნობ მარჯვენა ხელში სისხლი როგორ ადი_ჩამოდის,ფილტვები როგორ ივსება ჰაერით და შემდეგ როგორ იცლება, გულის ცემა მესმის, მესმის სისხლის ხმა, თითქოს ზღვაზე ვიყო და ტალღები ეჯახებოდნენ ერთმანეთს.. მესმის წამწამების შრიალი,როცა თვალების დახუჭვისას წარმოიქმნება, მესმის როგორ ვსუნთქავ მაგრამ იცით უცნაური რა არის?? ვიხრჩობი…ზღვაში კი არა,ხმელეთზე,ხმელეთზე ჰაერისგან ვიხრჩობი… მისი უსასრულობით ვიხრჩობი,, სულით_ხორცამდე ჰაერში ვცურავ და ვიხრჩობი.. იცით ეს რა გრძნობაა??? განა ჰაერი არ გყოფნის, პირიქით ზედმეტია, აღარ გინდა ისუნთქო, სახეს იხოკავ ფრჩხილებით,ტანსაცმელს იხევ ტანზე,ცდილობ ფილტვები ამოიძრო საკუთარი თითებით, მაგრამ მაინც აგრძელებ სუნთქვას… ეს გგკლავს, გამწარებს, თითქოს შანთლით გწვავენ,ნელნელა,ნელნელა გწვავენ,გონება რომ არ დაკარგო და შანთლისგან მიღებული ტკივილის თითოეული წამი ბოლომდე განიცადოო,, სული გეხუთება,მაგრამ ტკივილს ვერ გაურბიხარ, არ შეგიძლია უბრალოდ მოკვდე.. არ გაქ მაგის უფლება.. ტკივილით ბოლომდე გცლიან, ბოლომდე გწურავენ.. არაფერია თუ შუშის ნატეხებზე ფეხშიშველი გაივლი.. ფეხისგულები სისხლით გაგეჟღინთება,მაგრამ მალე გაივლის,შეეჩვევი ტკივილს, ის კიარა ბოლოს შეიძლება გესიამოვნოს კიდეც… მაგრამ როცა ცხელი შანთლით გწვავენ, საშინელებაა, უბრალოდ სისხლით კი არ გეღებება,როგორც შუშის დროს,არამედ კანი იწვება,საკუთარი შემწვარი ხორცის სუნს გრძნობ, გული გეკუმშება,გული გერევა,სული გეხუთება,ფეხები გეკვეცება, ძალა სულ გერთმევა, ფიქრის უნარს კარგავ,მაგრამ ყელში გიჭერს რაღაც, რაღაც ძლიერად გექაჩება,გინდა იყვირო,მაგრამ ხმაც გერთმევა, ღრიალს იწყებ,მაგრამ ბოლოს მააგის უნარსსაც კარგავ,ყურთასმენაც სადღაც ქრება, თვალები გახელილი გაქ,ყველაფერს ხედავ,მაგრამ არაფერი გესმის,მხოლოდ ახალ ახალ ტკივილს გრძნობ, ვერ ეჩვევი ტკივილის,რადგან რაც უფრო ახალია მით უფრო მტკივნეულია.. ყველა ტკბილი გრძნობა სადღაც მშიშარასავით იმალება.. წურბელასავით იმალებიან.. როცა გჭირდებიან მაშინ ქრებიან…
თ. მჭედლიძე
00:18
05.02.2015

:)

” ისინი ამბობენ,რომ თუ ბისექსუალი ხარ, თავგზა აგებნა; თუ გეი ხარ, ცოდვას ჩადიხარ. თუ გამხდარი ხარ, ნიშნავს, რომ ნარკომანი ხარ. თუ მსუქანი ხარ, საზიზღრად გამოიყურები. თუ კარგად გაცვია-პატივმოყვარე და თვითკმაყოფილი. თუ კომფორტისთვის გაცვია-უგემოვნო. თუ ლაპარაკობ იმას, რასაც ფიქრობ–იდიოტი. თუ საერთოდ არ ლაპარაკობ–გაუთლელი. თუ თავაზიანი ხარ–მატყუარა და პირფერი. თუ ტირი– ხარ DRAMA QUEEN. თუ მამაკაცი მეგობრები გყავს–გარყვნილი. შენ ვერაფერს გააკეთებ ისეთს, რომ საზოგადოებამ არ გაგკიცხოს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ვერ ცოცხლობენ, თუ არ კიცხავენ სხვებს. იყავი ამაყი საკუთარი თავით. ეს შენი ცხოვრებაა და ჩვენ, ყველანი მშვენიერები ვართ”. -ნაომი კემპბელი

რა აზრი აქ იყო იქ სადაც არაა შენი ადგილი, სადაც არავინ არ გყავს, სულ მარტო ხარ.. მხოლოდ ხმაურია.. და ეს ხმაური განადგურებს, ნელნელა სისხლს გწოვს,გკლავს.. რას არ მიცემდი ეს ხმაური რომ არ გაგეგო..
დღეს კიდევ ერთი საშინელი დილა გათენდა, საშინლად ცხელი მზე ამოვიდა ცაზე და მეც გავიღვიძე… ძალიან დაღლილმა.. მშიერმა, მწყურვალმა.. ჩემი სხეული გამომშრალია, სისხლის ვერც ერთ წვეთს ვერ იპოვი მასში.. არც ეძებ… ახლა როგორ მინდა სადმე ჩანჩქერთან ვიყო ჰამაკში წამოწოლილი…